გუდამაყარი

ინფორმაცია მოგროვებულია წიკლაურთა საგვარეულო ერთობის მიერ

გუდამაყარი — აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. მდებარეობს მდინარე გუდამაყრის არაგვის ხეობაში. დასავლეთით მას ესაზღვრება მთიულეთი, ჩრდილოეთით — ხევი, აღმოსავლეთით — ხევსურეთი და ფშავი, სამხრეთით — ხანდო და ჭართალი. გუდამაყარი ხევისგან გამოყოფილია კავკასიონის მთავარი ქედით, ხოლო ფშავ-ხევსურეთისაგან - გუდამაყრის ქედით. ამ ქედზე გადიოდა გვიანდელი ხანის ქართლისა და კახეთის სამეფოთა საზღვარი, გუდამაყრელებს იხსენიებს ლეონტი მროველი (XI ს.) ქართლის გაქრისტიანების ისტორიასთან (IV ს.) დაკავშირებით - ქართველთა განმანათლებელი ნინო სხვა მთიელებთან ერთად წობენში მათ ქრისტიანობას უქადაგებდა. გუდამაყარიდანაა ცნობილი მწერლი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი. იგი თავის არაერთ ნაწარმოებში იხსენიებს მშობლიურ მხარეს. გუდამაყარში მეურნეობის წამყვანი დარგი იმთავითვე იყო მეცხოველეობა. გუდამაყრის მხარის ისტორიულ ძეგლთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრინდელი ფეოდალური ხანის მახვილის ციხე, რომელიც ბაკურხევის მარჯვენა მხარეზე მდებარეობს, მახვილივით აზიდულ მთაზე, და პირიმზის ფუძის ანგელოზის ეკლესია სოფ. ჩოხში. გუდამაყრის ხეობაზე გადიოდა საქართველოს თანამედროვე სამხედრო გზის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც არაგვის ხეობას ხევთან აკავშირებდა. ფეოდალურ ხანაში გუდამაყარი არაგვის საერისთავოში შედიოდა. XIX საუკუნეში იგი დუშეთის მაზრის შემადგენლობაში იყო. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით გუდამაყრის ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარისდუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის საკრებულოში.

ლიტერატურა:
  • გვასალია ჯ., არაგვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1976, ტ. 5;
  • მისივე, მთიულეთის ისტორიული გეოგრაფიიდან, «კავკასიის ეთნოგრაფიული კრებული», 1971, ტ. 3;
  • მაკალათია ს., მთიულითი, ტფ., 1930;
  • გვასალია ჯ., ქსე, ტ. 3, გვ. 290, თბ., 1978
გუდამაყრები
(ბოჭორმა-ომარაანების ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს). როგორც ჩანს ეს მინდვრები თავაპირველად აქ საცხოვრებლად გადმოსულ გუდამაყრელთა საკუთრება იყო. სოფელ ევჟენტში, მაგალითად, საძოვარ სახნავი მინდვრების სახელად გვხვდება გუდამაყრელთ მამულები. (გურამ ბედოშვილი "ერწო-თიანეთის ტოპონიმია" *მეცნიერება* 1980)


გუდამაყარი (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია)


გუდამაყარი, მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე გუდამაყრის არაგვის ხეობაში, დასავლეთიდან შემოზღუდულია მთიულეთის, ხოლო აღმოსავლეთიდან გუდამაყრის ქედით. ამ უკანასკნელზე გადიოდა გვიანდელი ხანისქართლისა და კახეთის სამეფოთა ზღვარი. გუდამაყრელებს იხსენიებს ლეონტი მროველი (XI ს.) ქართლის გაქრისტიანების ისტორიასთან (IV ს.) დაკავშირებით – ქართველთა განმანათლებელი ნინო და სხვა მთიელებთან ერთად წობენში მათ ქრისტიანობას უქადაგებდა. გუდამაყარში მეურნეობის წამყვანი დარგი იმთავითვე იყო მეცხოველეობა. გუდამაყრის მხარისისტორიულ ძეგლთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრინდელი ფეოდალური ხანის მახვილოს ციხე, რომელიც ბაკურხევის მარჯვნივ მხარეზე მდებარეობს, მახვილივით აზიდულ მთაზე, და პირიმზის ფუძის ანგელოზის ეკლესია სოფელ ჩოხში. გუდამაყრის ხეობაზე გადიოდა საქართველოს თანამედროვე სამხედრო გზის ერთ–ერთი განშტოება, რომელიც არაგვის ხეობას ხევთან აკავშირებდა. ფეოდალურ ხანაში გუდამაყარი არაგვის საერისთავოში შედიოდა. XIX ს–ში იგი დუშეთის მაზრის შემადგენლობაში იყო. თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით მოიცავს დუშეთის რაიონის გუდამაყრის სასოფლო საბჭოს ტერიტორიას.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა ტომი 4, თბილისი , 1973.

ლიტერატურა: გვასალია ჯ., არაგვის ხეობის ისტორიულ გეოგრაფიული საკითხები, , 1975, [ტ.] 5; მისივემთიულეთის ისტორიული გეოგრაფიიდან, , 1971, [ტ.] 3; მაკალათია ს., მთიულეთი, ტფ., 1930. 

წმინდა ნინოს გუდამაყარში მოგზაურობა


წიგნი რომელი მოუწერა პატრიაქმან ჰრომისამან და ბრანჯთა მეფემან ნინოს და მეფესა მირიანს და ყოველსა ერსა ქართლისასა 

მათ დღეთა შინა მოვიდა წიგნი ჰრომით, წმიდისა პატრიაქისა, ნინოს და მეფესა და ყოველსა ერსა ქართლისასა. და მოავლინა ბრანჯი დიაკონი ქებისა შესხმად და კურთხევისა მიცემად, და ამის ნეტარისა ნინოსგან ლოცვისა წარღებად და მადლისა ზიარებად. აქუნდა წიგნი ბრანჯთა მეფისა ნინოს-ცა თანა: რამეთუ მამისა მისისაგან ნათელ-ეღო ბრანჯეთს. და ესე ყოველი მისმენილ იყო იერუსალემით და კოსტანტინეპოლით, ვითარმედ ქუეყანასა მას ქართლისასა მიეფინა მზე სიმართლისა. ამისთჳს სანატრელი წიგნი მოუწერა, რათა-მცა ეუწყნეს აქანი იგი სასწაულნი სუეტისა მის და მაყულოვნისა, და ძალი იგი კურნებისა. ესე ყოველი იხილა და მოისმინნა სასწაულნი იგი ბრანჯმან დიაკონმან, რომელნი ქმნილ იყვნეს მცხეთას, და განკჳრვებული ადიდებდა ღმერთსა; წარიღო წიგნები და წარვიდა.

მაშინ რქუა მეფემან წმიდასა ნინოს და ეპისკოპოსსა: \"მნებავს ესრეთ, რათა იძულებით მახჳლითა მოვაქცივნეთ მთეულნი და სიძე ჩემი ფეროზ, და დავამონნეთ ძესა ღმრთისასა და ვათაყუანნეთ პატიოსანსა ჯუარსა\". მაშინ რქუეს: \"არა ბრძანებულ არს უფლისაგან მახჳლისა აღება, არამედ სახარებითა და ჯუარითა პატიოსნითა უჩუენოთ გზა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ, და მადლმან ღმრთისამან განანათლოს ბნელი იგი გულთა მათთა.

და წარვიდა წმიდა ნინო და ეპისკოპოსი იოვანე, და მათ თანა წარატანა მეფემან ერის-თავი ერთი. მივიდეს და დადგეს წობენს, და მოუწოდეს მთეულთა, პირუტყუთა სახეთა მათ კაცთა, ჭართალელთა, ფხოელთა, წილკანელთა და გუდამაყრელთა. და უქადაგეს მათ სჯული ქრისტიანეთა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ. ხოლო მათ არა ინებეს ნათლის-ღება. მაშინ ერის-თავმან მეფისამან მცირედ წარმართა მახჳლი მათ ზედა, და ძლევით შემუსრნა კერპნი მათნი.

გარდამოვიდეს მუნით და დადგეს ჟალეთს, და უქადაგეს ერწო-თიანელთა. ხოლო მათ შეიწყნარეს და ნათელ-იღეს. ხოლო ფხოელთა დაუტევეს ქუეყანა მათი და გარდავიდეს თუშეთს. და სხუანი-ცა მთეულნი უმრავლესნი არა მოიქცეს, არამედ დაუმძიმა მათ მეფემან ხარკი, ოდეს არა ინებეს ნათლის-ღება. ამისთჳს წარკრბეს იგინი და შესცთეს, და რომელნი-მე უკანასკნელ მოაქცივნა აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსმან და რომელნი-მე მათგანნი დარჩეს წარმართობასა-ვე შინა დღეს-აქამომდე.
ხოლო წმიდა ნინო წარემართა წარსლვად რანს, მოქცევად ფეროზისა. და ვითარცა მიეახლა კუხეთს, დაბასა ბოდისასა, დაყვნა მუნ დღენი რა-ოდენნი-მე. და მოვიდოდეს მისსა კახეთით, ჰკითხვიდეს და აღიარებდეს სწავლასა მისსა სიმრავლე ერისა. მაშინ დასნეულდა მუნ; და ვითარცა ცნა რევ, ძემან მეფისამან, და სალომე, ცოლმან მისმან, რომელნი ცხორებდეს უჯარმას, მოვიდეს ნინოსა და აცნობეს მეფესა და დედოფალსა. ხოლო მათ მიავლინეს ეპისკოპოსი იოვანე წარმოყვანებად წმიდისა ნინოსსა, ხოლო წმიდა ნინო არა ერჩდა. მაშინ წარვიდა თჳთ მეფე და სიმრავლე ერისა. და შეკრბა მის ზედა სიმრავლე ერთა ძლიერთა. რამეთუ ხედვიდა ყოველი იგი ერი პირსა ნინოსსა, ვითარცა პირსა ზეცისა ანგელოზისასა, და მოსწყუედდიან ფესუსა სამოსლისა მისისასა, მიიღებდეს და ემთხუეოდეს სარწმუნოებით, და იძულებით ევედრებოდეს ყოველნი დედოფალნი, გარემოს მსხდომნი, რომელთა გარდამოსდიოდე ცრემლნი თუალთაგან მათთა განშორებისათჳს მოძღურისა მათისა და მოღუაწისა, და სნეულთა მკურნალისა ჴელოვანისა.

„ქართლის ცხოვრება“
ლეონტი მროველი
სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა ტომი 1
თბილისი 1955

გუდამაყარი (როლანდ თოფჩიშვილი

შავი არაგვის ხეობაში მდებარეობს გუდამაყარი. ეს ტერიტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონი, მართალია, ხშირად მთიულეთთან ერთად ერთ კონტექსტში მოიხსენიება ("მთიულეთ-გუდამაყარი") და ეთნოგრაფიულად გუდამაყარს ბევრი რამ აქვს საერთო მთიულეთთან, მაგრამ მაინც გუდამაყარი ცალკე ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეა. ცალკე გვიხასიათებს მას ვახუშტი ბაგრატიონიც. გუდამაყარს საზღვარი აქვს მთიულეთთან, ხევთან, ხევსურეთთან და ფშავთან. მას იხსენიებს ლეონტი მროველი ქართლის გაქრისტიანებასთან დაკავშირებით (IV ს.). ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო ქრისტიანობას სხვა მთიელებთან ერთად გუდამაყრელებსაც უქადაგებდა (ქც. 1955, გვ. 125). გუდამაყარი ნახსენები აქვს VII ს. სომხური გეოგრაფიის ანონიმ ავტორს. 1071-1080 წლების საისტორიო საბუთში ნახსენებია "ჩაბალახი გუდამაყრული" (ქსძ. 1984, გვ. 40). ძველ ქართულში "ჩანალახი" იგივე "მუზარადია." ასე რომ, X ს-ის საქართველოში ძალიან ფასობდა გუდამაყრული მუზარადი. გუდამაყრელებს, როგორც კარგ ხელოსნებს, ვახუშტი ბატონიშვილიც ახასიათებს. მათ უკეთებიათ აგრეთვე მშვილდ-ისრები: "და არს გუდამაყრის დეობა მაგარი, მოსავლით ვითარცა სხუა მთის ალაგნი და უფროს მწირი. კაცნი და ქალნი მგზავსნი მთიულთა, დელოსანნი, მშგლდთმოქმედნი, აკეთებენ რქისაგან მჯიხვისა, თხისაგან და დართაგან" (გვ. 354).
გუდამაყარი რომ ცალკე ეთნოგრაფიული რეგიონი იყო და რომ ის მთიულეთთან ერთად ერთ ეთნოგრაფიულ ერთეულს არ ქმნიდა ეს ჩანს იქიდანაც, რომ გუდამაყრელები არ ეყმობოდნენ საერთო მთიულურ სალოცავს - "ლომისა." გუდამაყრელების საერთო სალოცავი "პირიმზე ფუძის ანგელოზი" იყო. გუდამაყრის დღევანდელი მოსახლეობის უმეტესობა ხევსურეთიდანაა მიგრირებული. ადრინდელი მოსახლეობა რამდენჯერმე შეცვლილა. ისინი ბარში გადასახლებულან. ხევსურეთიდან გუდამაყარში მოსახლეობის მიგრაციამდე, გუდამაყრის მოსახლეობის მთავარი სალოცავი "საბურთველოს წმინდა გიორგი" იყო (თოფჩიშვილი, 1985). მხოლოდ გუდამაყრისათვის იყო დამახასიათებელი ე.წ. "უყმო ყმის" ინსტიტუტი. "პირიმზე ფუძის ანგელოზი" წიკლაურ-ბექაურთა საგვარეულო სალოცავი იყო. მაგრამ, როგორც ძლიერ სალოცავს, მას გუდამაყრის სხვა გვარები (ჩოხელები, აფციაურები, ანთაურები) ეყმობოდნენ როგორც უყმო ყმანი.
გუდამაყარში განვითარებული იყო მესაქონლეობა, მეცხვარეობა და მთის მიწათმოქმედება.

როლანდ თოფჩიშვილი
ქართველთა ეთნიკური ისტორია და საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები

ხოლო ძესა კოსტანტინესასა, მეფესა დავითს, ეპყრა: აჯი-სუს ზეით უდაბნონი, და სამგორს-ქუემოთი. ლილო და ლილოს ქუემოთი, და ჴევძმორას-ქუემოთი, და არაგუს-აქათი, და ფშავისწყალს-აქათი, გუდამაყარი, და ჴევხილაკას-აქათი, და კასრისჴევს აქათი; და წედისის მთის გადმოღმართი, და კუდარო, და ჭალის მთას გარდმოღმართი, ერწო, და მშვილდაურსა და პერანგას გარდმოღმართი, გორასძირს-აქათი, ლიჩი, ღოდორა, ქეფინისჴევი, და ჩხერის ციხე, და მას-ზემოთი ისრე გაყოლით მთის-აქათი; ჴეობა ვიდრე დვირამდის, კოდიანს გარდმოღმართი, ნინოსჴევი რომ ჩამოივლის, -- გაღმით სამგორისკენ, ცივწყაროს ჴევ-ჴევ გაჰყვება, გახშული- ბარშიამის მთა ჩამოივლის ჯანელის ციხე საღამოს თავსა, ბორცვს ზემოთი წაივლის სერ-სერ სათხე ქუნცელის თავსა, გარდავლითა ხენჭურის თავსა, პალაკაციოს მთამდე, რომელსა თურქნი იელდოღდის ეძახიან; პალაკაციოდამე სერ-სერი ჩამოვლის, კარის სოფლის აქათი ერევნის საზღვრამდის, ჩამოყოლით ბანბაკი და ლორე, ვიდრე ყაზახის საზღვრამდე, ეპყრა მეფესა ქართლისასა.


1) იგი ორი ფუძისაგან შედგება: - გუდა და მაყარი.

გუდა მზადდება ხბოს ან თხის ტყავისაგან, იყენებენ უმთავრესად, მწყემსები საგზლისათვის. რთული სიტყვის მეორე ნაწილია „მაყარი“, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნეფის მაყრებს ვაჟის მაყრებს ეძახიან, პატარძლისას კი - ქალის მაყრებს.

წინათ ქორწილში ცხენებით დადიოდნენ.ერთ-ერთ ქორწილში ვიღაც მაყარი უცხენოდ აღმოჩნდა. ცხენებს ხურჯინები არ ჰქონიათ. მაყრიონის საპატივცემულო პურ-ღვინო, გუდაში ჩაალაგეს და ქვეითად მოსიარულე მაყარს ზურგზე აჰკიდეს. მაყარი ძალიან დაღლილა, ხეთა ჩრდილში ჩამოჯდა და კიდეც მიეძინა. მაყრიონმა მოიკითხა სასმელ-საჭმელი, ხატის გადიდებაც წესი იყო და დაუწყეს გუდიან მაყარს ძებნა. არავინ იცის, იპოვეს თუ არა, მაგრამ სიტყვა „გუდამაყარი“ კი აქედან წარმოდგება, „გუდიან მაყარს“ ნიშნავს.

პოლკოვნიკ ივანე ჩოხელის მოგონებებიდან

2) არსებობს მეორე ვერსიაც.

შემოსევების დროს მესხეთიდან ხატი წამოაბრძანეს გუდით, თან გამოჰყვა მრევლიც. „სად დავმალოთ?“ იყო ფიქრი. ყველაზე მიუვალ ადგილად ახლანდელი გუდამაყარი ჩათვალეს. ეს გამხდარა მიზეზი ამ სახელის დარქმევისა.

მთქმელი მარიამ წიკლაური


3) არსებობს მესამე ვერსიაც

გუდამაყარი ძირითადად დასახლებულია ხევსურეთიდან ჩამოსახლებული ხალხით. და სახელიც ხევსურულია. იგი ნაწარმოებია "გუდანის"  "ნაყრები" –დან.


წიკლაურები გუდამაყარში

გუდამაყარში წიკლაურები სახლობენ:  – სოფელ მაქართაში, სიჯანაანში, ფახვიჯში, თოთიაურთკარში, ჭოჭოხში, საჩალისჭალაში, ზანდუკში, დიხჩოში, ბახანში, ლუთხუბში, ჩობალაურში, ათნოში, დუმაცხოში და ბურსაჭილში;



მოკლე ამონარიდი გუდამაყარზე 

ქართველთა ეთნიკური ისტორია და საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები შავი არაგვის ხეობაში მდებარეობს გუდამაყარი. ეს ტერიტორიულ-თნოგრაფიული რეგიონი, მართალია, ხშირად მთიულეთთან ერთად ერთ კონტექსტში მოიხსენიება ("მთიულეთ-გუდამაყარი") და ეთნოგრაფიულად გუდამაყარს ბევრი რამ აქვს საერთო მთიულეთთან, მაგრამ მაინც გუდამაყარი ცალკე ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეა. ცალკე გვიხასიათებს მას ვახუშტი ბაგრატიონიც. გუდამაყარს საზღვარი აქვს მთიულეთთან, ხევთან, ხევსურეთთან და ფშავთან. მას იხსენიებს ლეონტი მროველი ქართლის გაქრისტიანებასთან დაკავშირებით (IV ს.). ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო ქრისტიანობას სხვა მთიელებთან ერთად გუდამაყრელებსაც 35უქადაგებდა (ქც. 1955, გვ. 125).

გუდამაყარი ნახსენები აქვს VII ს. სომხური გეოგრაფიის ანონიმ ავტორს. 1071-1080 წლების საისტორიო საბუთში ნახსენებია "ჩაბალახი გუდამაყრული" (ქსძ. 1984, გვ. 40). ძველ ქართულში "ჩანალახი" იგივე "მუზარადია." ასე რომ, X ს-ის საქართველოში ძალიან ფასობდა გუდამაყრული მუზარადი. გუდამაყრელებს, როგორც კარგ ხელოსნებს, ვახუშტი ბატონიშვილიც ახასიათებს. მათ უკეთებიათ აგრეთვე მშვილდ-ისრები: "და არს გუდამაყრის დეობა მაგარი, მოსავლით ვითარცა სხუა მთის ალაგნი და უფროს მწირი. კაცნი და ქალნი მგზავსნი მთიულთა, დელოსანნი, მშგლდთმოქმედნი, აკეთებენ რქისაგან მჯიხვისა, თხისაგან და
დართაგან" (გვ. 354).

გუდამაყარი რომ ცალკე ეთნოგრაფიული რეგიონი იყო და რომ ის მთიულეთთან ერთად ერთ ეთნოგრაფიულ ერთეულს არ ქმნიდა ეს ჩანს იქიდანაც, რომ გუდამაყრელები არ ეყმობოდნენ საერთო მთიულურ სალოცავს - "ლომისა." გუდამაყრელების საერთო სალოცავი "პირიმზე ფუძის ანგელოზი"
იყო.

გუდამაყრის დღევანდელი მოსახლეობის უმეტესობა ხევსურეთიდანაა მიგრირებული. ადრინდელი მოსახლეობა რამდენჯერმე შეცვლილა. ისინი ბარში გადასახლებულან. ხევსურეთიდან გუდამაყარში მოსახლეობის მიგრაციამდე, გუდამაყრის მოსახლეობის მთავარი სალოცავი "საბურთველოს წმინდა გიორგი" იყო (თოფჩიშვილი, 1985). მხოლოდ გუდამაყრისათვის იყო დამახასიათებელი ე.წ. "უყმო ყმის" ინსტიტუტი. "პირიმზე ფუძის ანგელოზი" წიკლაურ-ბექაურთა საგვარეულო სალოცავი იყო. მაგრამ, როგორც ძლიერ სალოცავს, მას გუდამაყრის სხვა გვარები (ჩოხელები, აფციაურები, ანთაურები) ეყმობოდნენ როგორც უყმო ყმანი. გუდამაყარში განვითარებული იყო მესაქონლეობა, მეცხვარეობა და მთის მიწათმოქმედება.


როლანდ თოფჩიშვილი II

გუდამაყრელი ბექაურები 1873 წლისთვის მიგრირებულან ერწოს სოფელ კვერნაულაში (სცსსა, 254, 3. 278). გადმოსახლებულ ბექაურებს გუდამაყრიდან სალოცავის - "პირიმზე ფუძის ანგელოზის" ნიში გადმოუტანიათ. მას ლოცულობენ აგრეთვე კვერნიულელი დიდებაშვილები და წიკლაურები, 1873წ. აღწერაში კვერნაულაში მიგრანტებს შორის დასახელებულია აგრეთვე "იმედა დიდებაშვილი" (სცსსა, 254-2-248 ა.).

გუდამაყრელთა წიკლაურების გვარში, გარდა წიკლაურებისა, გაერთიანებული არიან სხვადასხვა გვარები:ხარხელაური, თამნიაური, თლოშიაური, ბუბუნაური, ჭოჭოლაური, მიგრიაული. ბექაურების გვარში გამოიყოფა ცუცქენაურების და შარვანაულების შტოები, რომლებიც ადრე ცალკე, დამოუკიდებელი გვარები იყვნენ [იხ. 5].

ხევსურ წიკლაურებს თავდაპირველად ფშავში, შუაფხოს მახლობლად, მაშარაში უცხოვრიათ. ერთი ოჯახიდან თერთმეტი მამაკაცი ამოწყვეტილა, იმის გამო, რომ
დაპირიპირებიან ფშაველთა ქისტაურთ თემის საერთო სალოცავს იახსარს. მეთორმეტე, დანარჩენილს კი ხევსური (და შემდეგ გუდამაყრელი) წიკლაურებისათვის მიუცია დასაბამი
(ალ. ოჩ., IX_108, X_109_113).

წიკლაურთა გვარის ერთ-ერთი დანაყოფია გოთიენი: "გოთიეთ ვეძახით, გვარად წიკლაურები არიან". 1774 წ. აღწერაში სოფ. სიონში გოთიაური გვარადაა ჩაწერილი: გოთიაური თამაზის შვილი გია, იასე, გიორგი და პაპუა". აქ პირველი გვარია, მეორე  მამის სახელი და მესამე სახელები. 1831 წ. ისინი კვლავ აღნიშნული გვარით, მაგრამ შეცვლილი ფინალით ("გოთიაშვილი") არიან ჩაწერილი. 1886 წ. კი თავდაპირველ გვარს წიკლაურს დაუბრუნდნენ.



მთლიანად სამწევრიან მოდელზეა აგებული 1774 წ. არაგვის ხეობის მოსახლეობის აღწერის დავთარი. ხევის სოფელ გერგეტში აღწერილთა შორის გვხვდება, "ჩიბუანთ ზაქარიას შვილი თათაი", რომელშიც პირველი გვარია, მეორე  მამის სახელი და მესამე სახელი.  თანამედროვე დაწერილობით კი ის ასე გადმოვა: "თათი ზაქარიას ძე იბუაშვილი". იმავე გერგეტში დასახელებულია "წიკლაური ცანცუკას შვილი ხოტა" (ე.ი. ხოტა ცანცუკას ძე წიკლაური).