ისტორია

ინფორმაცია მოგროვებულია წიკლაურთა საგვარეულო ერთობის მიერ.

წიკლაურები არხოტისაკენ (შოთა წიკლაური)


ბეწინა ხირჩლას ძე წიკლაურმა თავისი სიცოცხლის ბოლო წლები მიუძღვნა იმის აღწერას, რაც არხოტიონთა მეხსიერებამ შემოინახა და რაც ზეპირსიტყვიერად თაობიდან თაობას გადმოეცემოდა


 პირველი წიკლაური, რომელიც არხოტში დასახლდა, იყო ფაფარენელი  თურმანის  შვილი  ბერდი  წიკლაური. ბერდის ამღაში ქვისლი ჰყავდა.  ქვისლებს ერთმანეთი ძმებივით  უყვარდათ. ერთმანეთს ხშირად სტუმრობდნენ,  ერთად დადიოდნენ ჯიხვებზე სანადიროდ. ნადირობისა და ვაჟკაცობის მოყვარულ ბერდის   იზიდავდა არხოტიონთა მკაცრი და მტრიანი ცხოვრება, მათი მიუვალი საჯიხვეები.  დებსაც ერთმანეთისკენ მიუწევდათ გული. ბოლოს ბერდიმ გადაწყვიტა არხოტში გადასახლება.  წასვლის წინ მას  მამის შინშმა კიბალაურმა   ურჩია არ წასულიყო უცხო თემ-სოფელში, სადაც ჭირსა და ლხინში მხარდამჭერი და გვერდზე მდგომი არ ეყოლებოდა, მაგრამ ბერდიმ არ დაიშალა. მხნე და გულად ბერდის პირადი  მტრობა-ქიშპობა არ ანაღვლებდა.  ამღას იყიდა ადგილ-მამული, გამართა სახლ-კარი და არხოტიონთა მძიმე და ფათერაკიან ცხოვრებას ეზიარა.   მაშინ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე  რომ ბერდი არხოტში სათავეს დაუდებდა ბერდიშვილთ მრავალრიცხოვან და სახელოვან მამიშვილობას, ხოლო სხვადასხვა გვარის ამღივნები მის გვარს მიიღებდნენ.    
             იმ დროს ამღაში ცხოვრობდნენ ამღის ძირძველი მკვიდრნი ჭოლიკაურები(გატუსვილანი), უთურგიანი(შუღლიანი), ახალანი,  ჩინგლანი( ბახალაურები), ქარჩანი(თუშეთიდან მოსული კიკიძეები)... ბერდის ქვისლი  უთურგიათ მამიშვილობისა იყო.  უთურგიათ მამიშვილობა ცნობილი ყოფილა სამართლიანობით, გულადობითა და პურადობით.

             „ამღას უთურგის ციხეო, წვერი ცას მიგიწვდებოდა,
          ნრტავ შენ, უთურგის შვილო, ყანა არ მაგიცდებოდა,
          მკერდიან-დუმაიანი ტაბლა არ გაგიცდებოდა,
          ამავალ-ჩამომავალი მწყემსი, მუშაი ძღებოდა.“

         „ამღას უთურგის ციხეო, წვერი გაქვ ხამუთიანი,
        პატრონ გყავ თამარიზეი სტუმართად ნამუსიანი.“

    ამღივნები  ყოველწლიურად საზღვნელად(საკლავების დასაკლავად) და სალოცავად დიდ-პატარიანად  საამღოს დადიოდნენ.  საამღო მთების იქით, ქისტების მხარესაა, შავანის ხეობას დაჰყურებს.  ამაზე თურმე იქაური ქისტები ჯავრობდნენ-ჩვენს მხარეზე რატომ გადმოდიან, ეტყობა ადგილის წართმევა უნდათო. ახალდასახლებული ბერდი აქტიურად ჩაერთო სოფლის ყოფა-ცხოვრებაში და როცა ამღივნები საზღვნელად წავიდნენ, ისაც თან გაჰყვა.
        ადგილზე დაბანაკებულ მეზღვნეებს იქაურმა ქისტებმა ისრის სროლით შემოუტიეს. ამღივნებმაც ისრითვე უპასუხეს. ორივე მხარეს გაჩნდნენ დაჭრილები და დახოცილები. ბოლოს ისარი ორივე მხარეს შემოელია. ქისტებს სოფელი ახლოს ჰქონდა, თანაც ერთი თეთრი ცხენი ჰყავდათ, რომელსაც ხელს აუქნევდნენ
 და სოფლისკენ გააგდებდნენ. ცხენს სოფელში ისრით დატვირთავდნენ და ერთი კაციც გამოჰყვებოდა. ასე მოსდიოდათ ქისტებს ისარიც და დამხმარეც.  -ერთი ისარი მაინც არავის დაგრჩათო-უთქვიათ- რომ ეგ ცხენი მოგვეკლაო. ახალათ ნებიერასღა  ჰქონია ერთადერთი  ცალფრთიანი ისარი. არ ვიცი რას იზამსო, უთქვია ნებიერას, მეკი ვეცდებიო და უსვრია. ისარი ცხენს კისერში მოხვედრია და მოუკლავს. შემორჩენილია იმ დროინდელი ლექსის ფრაგმენტები:
         „საამღოს მეჯვარობესა დღე დაუბნელდა მზიანი...
         შამარბის არჟილის ცხენი, განზე მახტების ტიალი,
         ცხენო, დაგვლიენ, რემაო, თავსაც მით უყავ ზიანი,
         ჩაუხედ, ნებიერაო, მშვილდი აჭექე რქიანი...“     

   ცხენის მოკვლამ მდევარი შეაფერხა, მაგრამ ცოტა ხანში ქისტებმა  ისევ დააპირეს ისრის სასროლ მანძილზე დაახლოება. საშველი არსაიდან ჩანდა.  ამ დროს ბერდი თანდათანობით ჩამორჩა წინ მიმავალ ხალხს და  ქისტების შეუმჩნევლად კლდეებში ჩასაფრდა. ქისტები როცა ბერდის საფარს მოადგნენ  ბერდი მოულოდნელად ხმალდახმალ გადაერია მათ რაზმში. ვისაც მისწვდა მარცხნივ და მარჯვნივ- აკაფა, იქამდის ჩეხდა, სანამ თვითონაც არ მოკლეს ისრით. ქისტებს დევნის სურვილი დაეკარგათ, თავისი დაჭრილები და მკვდრები ჰყავდათ მისახედი. გადარჩენილმა ამღივნებმა უკვე უსაფრთხოდ გადმოიარეს მთა. ბერდიმ თავისი სიცოცხლის ფასად ბევრი თანასოფლელის სიცოცხლე იხსნა.  თანაც, ეს იყო ყველაზე სახელოვანი გმირობა-მტრის ჯარში ხმალდახმალ შევარდნა, თავგანწირვა მოძმის გადასარჩენად.
        ასე, გმირულად დასრულდა ბერდის ხანმოკლე სიცოცხლე. თუმცა  ღმერთს არ ენება ბერდის თესლის დალევა- ბერდის დაქვრივებული ცოლის სხეულში ბერდის გვარის გამგრძელებელი ფეთქავდა.


წიკლაური (ბეწინა ხირჩლას ძე წიკლაური)


ხევსურეთში ცოდნის მთელი მარაგი-რჯულის კანონები, თემ-სოფლის ადათ-წესები და ა. შ. და მათ შორის ისტორიაც ზეპირად გადმოეცემოდა თაობიდან თაობას. ტრადიციულად-არავითარი საწერ-კალამი.  ეს ცოდნა საჭირო იყო ყოველდღიური ცხოვრებისათვის. რიგით ხევსურს უამრავი რამ უნდა სცოდნოდა, რომ თავი გაეტანა და დაემკვიდრებინა.  საიდან მოდიოდნენ, ვისთან რა მტერ-მოყვრობა აკავშირებდათ...  ყველაფერს თავისი სახელი ერქვა, ყველაფერს თავისი წესები ჰქონდა...  ისე, რომ საკუთარი წარსულის ცოდნა მარტო ღირსების საქმე კი არ იყო, არამედ ცხოვრების მოთხოვნებიდან გამომდინარე აუცილებლობა. არხოტიონმა წიკლაურებმაც ასე მოიტანეს თავისი გვარის ისტორია ჩვენამდე.
    წიკლაურთა შორეული წინაპარები ახმეტელი თავადები ყოფილან, გვარად შანაშვილები. გავლენიანი,  მდიდარი, დიდი მამულებისა და მრავალი ცხვარ-ძროხის პატრონები.   ცხვარ-ძროხა ზაფხულობით უკანა ფშავის სოფელ მაშარაში უდენიათ, იქ პირუტყვის სადგომები  და სათიბ-საძოვრები ჰქონიათ. უფროსი თავადი, რომელსაც მოკლედ შანას ეძახდნენ, გამორჩეული ყოფილა ჩაგრულთა და დევნილთა მფარველობით, რის გამოც მეზობელ თავადებთან გამუდმებული უკმაყოფილება ჰქონია. სწორედ მეზობელი თავადების დასმენა-დაბიზღების საფუძველზე მეფეს შანას ოჯახი აუწიოკებია. შანასთვის თავი მოუკვეთიათ, ხოლო ოჯახის წევრები ამოუწყვეტიათ. შანას დიდი ოჯახიდან გადარჩენილები სხვადასხვა მხარეს გაფანტულან, გვარი გამოუცვლიათ და ასე გაუგრძელებიათ ცხოვრება.
    ერთი ოჯახი, ბასილი ცოლითა და სამი ვაჟით უკანა ფშავში, სოფელ მაშარაში ასულა. ცოტა ხანს იქ ყოფილან, მაგრამ თავი უსაფრთხოდ ვერ უგრძვნიათ და ხევსურეთს შეჰფარებიან. ხევსურებს ჯერ ეჭვით შეუხედავთ, უთქვიათ- აქ თავადი არა გვყავს, აქ ყველა თავისი თავის თავადიაო. ბოლოს მაინც შეუფარებიათ და ამანათის წესით და რიგით სოფელ ღელეს დაუსახლებიათ.
    ბასილი ჭკვიანი და მშრომელი კაცი ყოფილა- მოკლე ხანში ოჯახი ფეხზე დაუყენებია, შვილებისთვის ხევსურის ქალები შეურთავს, რითაც მოყვარე და მოკავშირე გაუმრავლებია. ბასილს განსაკუთრებით გამოუჩენია თავი მოშუღლართა და მოსისხლეთა შერიგებაში, რაც ხევსურეთში დიდად ფასობდა. ისა და მისი შვილები მთლიანად ჩართულან ხევსურულ ყოფა-ცხოვრებაში და ხევსურების ნდობა და პატივისცემაც მოუპოვებიათ. ბასილის შვილებსა და შვილიშვილებს მისი სახელისაგან ნაწარმოები გვარი-ბასილაური მიუღიათ. მხოლოდ ერთი რამ აკლდა ბასილის მომძლავრებულ ოჯახს-საკუთარი სახნავ-სათესი. ბასილი გამუდმებით ეძებდა რაიმე შემთხვევას, ან შესაძლებლობას, რომ საკუთარი ადგილ-მამული შეეძინა. ეს შესაძლებლობაც მალე გამოჩენილა    
    იმ დროს თურმე ხევსურეთში ლეკების ჯგუფი დათარეშობდა. ძარცვავდნენ მგზავრებს, ტეხდნენ ბინებს და სალოცავებს, იტაცებდნენ ძირითადად  ვერცხლეულს, იარაღს. ღამე მოქმედებდნენ, მდევარს მოხერხებულად უსხლტებოდნენ და დღე ხევსურეთის  ტყეებში იმალებოდნენ. ბოლოს ხევსურები სანეს შეკრებილან და როშკის ხორხი, რომელიც იმ დროს დაცარიელებული  ყოფილა, საკარგყმოდ გამოუცხადებიათ იმათთვის, ვინც ამ ლეკებს მოაშორებდა ხევსურეთს. მას მერე ბასილს და მის შვილებს აღარ დაუსვენიათ. დღე და ღამე ამ ლეკებს უთვალთვალებდნენ, დადიოდნენ ტყეებში, აკვირდებოდნენ გზა-ბილიკებს, ეძებდნენ და ერთხელაც მიუვალი ტყის შუა გულში შენიშნეს, სადაც  პატარა მინდორზე ნაბდებს აშრობდნენ. მამა-შვილები,  ოთხივენი შეუმჩნევლად შემოეწყვნენ გარშემო და  დათქმულ ნიშანზე ისრის სროლა აუტეხეს.  სროლის შედეგად ყველანი ამოხოცეს, გარდა ორი გაქცეული დაჭრილისა, რომლებიც მერე მოსაშველებლად მოსულმა ხალხმა დახოცა.   როგორც  მშვილდის ხმა(ყეფა) გაიგონეს, გაღმა სოფლებიდან ხალხი საშველად წამოსულა. ერთი დაჭრილი ღულელს მოუკლავს, ხოლო მეორე-ჭიელს. ამათ მერე საკარგყმოც მოუთხოვიათ და მიუღიათ კიდეც. დღესაც როშკაში არის ნაკვეთები "საღულელთაო" და "საჭიელთაო". ხოლო დანარჩენი-როშკის მთელი ტერიტორია ბასილისთვის გადაუციათ საკარგყმოდ.  ბასილი და მისი შვილები ფაფარენას დამკვიდრებულან და სრულიად დამსახურებულად დაპატრონებიან ამ ადგილს.
     დროთა განმავლობაში გამრავლებულ ბასილაურებს შემომატებიან სხვა გვარის შემოხიზნულ-შემოფიცულებიც. თვით ბასილაურთა გვარის შიგნით გამოკვეთილა და დამკვიდრებულა ერთ-ერთი წარმომადგენლის წიკვას ძლიერი შტო-წიკლაურები.
      იმ დროს ხშირი ყოფილა გვარების გაერთიანება, შეკედლება, ხარით შეყრა. ფაფარენა-როშკაშიც ამდაგვარად მომხდარა გვარის გაერთიანება. ბასილაურებს, წიკლაურებს, სხვა გვარის შემოკედლებულებს მიუღიათ ერთი გვარი-წიკლაური. გვარის გაერთიანება მომხდარა სათანადო წესისა და რიგის მიხედვით სალოცავში(ფიცის დადება, კურატის დაკვლა და ა. შ.).   მთელი დროის განმავლობაში ამ ხალხში მუდმივად არსებობდა ძველი მტრობა იმ თავადების მიმართ, რომლებმაც მათი წინაპრები ასე უმოწყალოდ ააწიოკეს. როცა წიკლაურები მომრავლდნენ და გაძლიერდნენ, ძველი ვალებიც მოიკითხეს. დროდადრო თავადებს მიუხტებოდნენ, ზოგს ხოცავდნენ, ზოგს სახლ-კარს უწვავდნენ.
       ამ მხრივ საყურადღებოა თურმან ფაფარენელი: "თურმან ორ ფაფარენელი, კითხვა რად გინდათ გვარისა, დავსწვი ხორხი და მაღარო, ჟინვან მჭირს ჯავრი ორისა, თიანეთ ჭავჭავაძისა, გაუმაძღარის ღორისა". ეს ერთ-ერთი პირველი ლექსია, რომელიც წიკლაურების ცხოვრებას ასახავს. მერე და მერე ამდაგვარი ლექსები უფრო ხშირად ჩნდება.  ისინი კარგად ადასტურებენ ამ გადმოცემის სისწორეს.  წიკლაურებს არც მაშარა დავიწყებიათ. ამბობდნენ,რომ მათ წინაპრებს ეს ადგილები ნაყიდი ჰქონდათ. იქაური ფშავლები ამტკიცებდნენ რომ ნაქირავები ჰქონდათ და ა.შ. საქმე კამათის დონეს არ გასცდენია, გარდა ერთი შემთხვევისა, რომელმაც საბოლოოდ დაუსვა წერტილი ამ "ტერიტორიულ დავას."
     ფშაველი ხევსურა(თიკუნი) და როშკიონი  თათარა წიკლაური ნაცნობ-მეგობრები ყოფილან. თურმე ერთმანეთს სტუმრობდნენ, ერთად ქეიფობდნენ. ერთხელაც ნასვამებს ეს საკითხი წამოუჭრიათ. კამათი ჩხუბში გადაზრდილა. ამ ჩხუბში დაჭრილი ხევსურა მომკვდარა, ხოლო თათარა ციხეში გაუმწესებიათ. ფშავლებს შარიანი ხევსურა დიდად არ უგლოვიათ: "თვითონაც მოგვშორდა და ეგ ხევსურებიც მოგვაშორაო".  დროთა განმავლობაში მომრავლებული წიკლაურები როშკიდან სხვადასხვა მიმართულებით განსახლდნენ:  ადრეულ ეტაპზე უკენახო-გუდამაყარი-მთიულეთი, ხევი, არხოტი.  მერე და მერე აღმოსავლეთ   საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე.

Shota Tsiklauri ეს გახლავთ მოკლე ამონაწერი ბეწინა ხირჩლას ძე წიკლაურის რვეულებიდან, სადაც აღწერილია წიკლაურების ისტორია და არხოტიონი წიკლაურების შემდგომი ცხოვრება
Shota Arabuli თათარა წიკლაური (ბასილთა)როშკის მამასახლისი იყო. ამან მაშარის გამო ფშავის ჭალაზე ხანჯრით მოჰკლა შუაფხოელი ხევსურა ქისტაური და თოფიც აჰყარა. თათარა გააციმბირეს. ამ ამბავს რამდენიმე მკვლელობა მოჰყვა ფშავლებისა და ხევსურების მხრიდან. ღულელი ქისტაურებიც მტრობდნენ როშკივნებს- ჩვენი მოგვარე რატომ მოკალითო. ამის შესახებ ვაჟა-ფშაველაც წერს წერილში ,,ფშაველი და მისი წუთისოფელი’’ და ლექსიც მოჰყავს ხევსურას სიკვდილზე. როგორც ჩანს ხევსურა ქისტაურიც კარგი ვაჟკაცი იყო.
Shota Tsiklauri ეს ამბავი ფშაური კაფიაობის თემაც გამხდარა:
"-ხევსურაი, თათარაი ასწორებენ მაშარასა.
-შაშლილია თათარაი, ფშავლებ გვართმენ მაშარასა,
ცხრა სახლ შიგ აუშენებავ, სხვა საცხოვრის აღარასა.
-ხევსურაი თოფს უმზადებს, თათარაი ხანჯარასა
-თათარაის ნახანჯრალში კალმახეებ დამძვრალასა...
-თიანეთით იბარებენ ბასილის შვილ თათარასა
-ჩამაივლის თათარაი, ჩამაიტანს ხანჯარასა
-ეგ არ იყო, ბატონო, სხვას ამბობენ შავტარასა..."
ავტორი: შოთა წიკლაური http://www.facebook.com/shota.tsiklauri.3



წიკლაური (ადამ ბექაური)


წიკლაურების გვარი გადმოცემის თანახმად როშკიდან მოდის თურმე ( მათი ფუძე როშკასთან არის ადგილის ფაფარენა ქვია). შემდეგ წიკლაურთა წინაპრების შთამომავლები, ნაწილი პირიქითა ხევსურეთში არხოტში დასახლებულა,ნაწილი ხევში, ნაწილი როშკაში დარჩენილან ხოლო ნაწილი, ჯერ უკანა ახოში შემდეგ კი იქედან გუდამაყარში დასახლებულა. ასევე რადგანაც წიკლაურთა გვარი მრავალრიცხოვანი და მტერმოურეველი გვარი იყო, წიკლაურთა გვარს შეერთებიან, ანუ როგორც მთაში ამბობენ შეჰყრიან: თამნიაურები, ბუბუნაურები, ხარხელაურები,ჩობალაურები. მიგრაციის შედეგად ბარში ადრე ჩამოსახლებული ხარხელაურთა, ბუბუნეურთა, ჩობალაურთა და თამნიაურთაგან ზოგი ამავე გვარებზევე დაწერილან, ხოლო ვინც მთაში დარჩენილა ან გვიან ჩამოსახლებულა ისინი დაწერილან წიკლაურობაზე.. ახლაც ასე მოიხსენიებენ ერთმანეთს მაგ (თამნიაურთ წიკლაური, ჩობალაურთ წიკლაური, ბუბუნაურთ წიკლაური, ხარხელაურთ წიკლაური და სხვა) …ასევე ხარხელაურების განაყრები არიან ქსნის ხეობაში გადასახლებული და ამჟამად გორის რაიონში მცხოვრები ხარხელები. ბუბუნაურები ცხოვრობდნენ- სოფელ ბოსლევს, ჩობალაურები სოფ. ჩობალაურთას, თამნიაურები სოფ. ათნოხს (ასევე ათნოხში ცხოვრობდნენ აფციაურები) , ხოლო ხარხელაურები ცხოვრობდნენ სოფელ დუმაცხოს (ასევე სოფ. დუმაცხოში ცხოვრობდნენ აფციაურები). ასევე არხოტის თემში წიკლაურთა გვარზე დაწერილან სოფელ ამღაში მცხოვრები ჭოლიკაურები..

ადამ ბექურის ბლოგი "მთის გვარების მიგრაცია და საგვარეულო განშტოვებანი"


წიკლაური (ალექსანდრე ღლონტი)


წიკლაური (1774წ.), საკ. სახ. წიქა. წიკლაური სათემო გვარია, გავრცელებულია მთიულეთსა და ხევსურეთში. მთიულეთში წიკლაურებს უცხოვრიათ: ათნოხში, ბახანში (პატაშური), ბოსელში, ბურსაჭილში, დგნალში, დიხჩოში, დოლას ქედში, დუმაცხოში, ზანდუკში, ლუთხუბში, მაქართაში, საჩალის ჭალაში, სიჯანაანში და თოთიაურთ-კარში, ფახვიჯაში, ჩიბაურნში, ცხვედიანში, ჭოჭოხში, ხოზაში, და ჯუღისში.
მთიულეთში მცხოვრებ წიკლაურთა თიკუნებია (კომლები): ლომიანი, თამნიაური, ბუბულაური, ნატიანი, ვაიდაგიანი, კოტორიანი (ს. მაკალ., 78).
გადმოცემის მიხედვით, ამ გვარის მიმცემი წიქვაი და ბექაი ხევსურები და ძმები ყოფილან (ი. ჭყონია, ქორწინ. ინსტიტუტი, 27); წიკლაურები გარისის მიწაზე 1854 წელს გადმოსულან გუდამაყრის სოფ. მაქართადან; 1853-1854 წწ. აღწ. წიკლაურიშვილებად ჩაწერილან (სცსსა, ფ. 254, #3, 112, საქმე 74, ფ. 177-181; 1613, ფ. 21-40); ფარცხისელ გიორგი ანდრიას ძე ბეგიაშვილს შვილს უნათლავს სოფ. ამლიველი გიორგის შიოს ძე წიკლაური (სცსსა, ფ. 489, აღწ. 9, თ/წ. #1, 1885წ.) წიკლაურებიდან რამდენიმე შტო-გვარი მომდინარეობს.
ამავე ძირისაა წიკლაშვილი (ამლევი, ღლევი).

სრულიად საქართველოს მამულიშვილთა საგვარეულო კავშირი- “გვარიშვილობა”
საქართველოს ეროვნული აკადემია
იაკობ ახუაშვილი
ქართული გვარ-სახელები
მასალები ქართული გვარების ისტორიისთვის
შესწორებული და შევსებული მეორე გამოცემა
სამეცნიერო რედაქტორი-აკადემიკოსი
ალექსანდრე ღლონტი
გამომცემლობა “მესხეთი”
თბილისი 2005წ

წიკლაურები (ალექსანდრე ნაზღაიძე)


ქართულ–კავკასიური კულტურის, ისტორიის და ეთნოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტი

ალექსანდრე ნაზღაიძე

წიკლაურები

თბილისი 1994

რედაქტორი პროფ. ვალერიან ითონიშვილი

წიკლაურთა გვარი დაიბადა ბუდეხევსურეთში, წყალსიქითის თემში იქ სადაც ეხლა ნასოფლარი ფაფარენა მდებარეობს. ფაფარენაში მიმოფანტულ ქვებზე დღესაც ანთებენ სანთლებს როშკიონი წიკლაურები.
„წიკლაური“–––– ეპონიმური ტიპის გვარსახელია. ძველ საქართველოში გავრცელებული იყო საკუთარი სახელები: წიკია, წიკლა, წიკო, და სხვა.
გადმოცემით წიკლაურების წინაპარი უკანა ფშავის სოფელ მაშარაში ცხოვრობდა, მაგრამ იახსრის ხატმა ამოწყვიტა მათი ოჯახი. ერთი ბავშვი გადარჩენილა და ხევსურეთში გაზრდილა. იმედა რქმევია. იმედა წიკლაური ფაფარენაშ დაუსახლებიათ ხევსურეთში. იმ ერთ ბიჭზე მოდიან წიკლაურები. (რ. თოფჩიშვილის ცნობა).
ფაფარენადან წიკლაურების ერთი შტო იმავე თემის სოფელ გაღმროშკაში გადასახლებულა. მეორე შტო არხოტში გადასულა სოფელ ამღაში. კიდევ ერთი შტო წიკლაურებისა ბუდახევსურეთის ჩირდილის ხევში დამკვიდრებულა, სოფელ უკანახოში. ფაფარენადან წიკლაურთა სამი მიმართულებით განსახლება აისახა ხალხურ ლექსშც:
ერთი მყვირალი არხოტსა ვარო,
მეორე როშკას წიკლაურიო,
მესამე უკანახოშიაო,
ხირჩლაი ძმათა უარესიო.
შემდგომი გამრავლების შედეგად ამღიონი და როშკიონი წიკლაურების ნაწილი ხევში გადასახლდა, ნაწილი ბარად ჩასახლდა, ნაწილიც ადგილზე დარჩა, ხოლო უკანახოელი წიკლაურები, ფხიტურის უღელტეხილის გადაღმა , –– გუდამაყარში გადაიკრიფნენ სრულიად. ყოველ ახოობის დღესასწაულზე გუდამაყრელი წიკლაურები ისევ აკითხავენ წინაპართა ფუძის ანგელოზს უკანახოში. გუდამაყრიდან წიკლაურების ნაწილი მთიულეთში , ნაწილი ხევში, ნაწილი ქსნის ხეობაში, ნაწილი თრიალეთის მთებში, ნაწილი ბარად ჩასახლდა.
რთული სტრუქტურა აქვს წიკლაურების გვარს. გვარსახელი „წიკლაური“ რამდენიმე სხვადასხვა წარმოშობის გვარმოდენილობას აერთიანებს.
გადმოცემების მიხედვით არხოტში ამღელი წიკლაურების გვარზე შემომდგარან დამხვდური ჭოლიკაურები, აგრეთვე მოსული ბახალაურები (თუშეთიდან) და ქარჩაიძეები (მთიულეთიდან).
გუდამაყარში წიკლაურების გვარზე შემომდგარან: დამხვდური თოთიაურები, იგრიაულები, ჭოჭოლაურები, თლოშიაურები, და ჩობალაურები, აგრეთვე მოსული ჭინჭარაულები (ხევსურეთიდან), ხარხელაურები (ხევსურეთიდან), ბუბუნაურები (ხევსურეთიდან ან ფშავიდან), თამნიაურები (ხევსურეთიდან) და წითელაურები (ფშავიდან).
როშკელი წიკლაურებში მსგავსი გადმოცემები არ დასტურდება. გამოდის, რომ როშკელი წიკლაურები ნამდვილი წიკლაურები არიან, ხოლო არხოტელი და გუდამაყრელი წიკლაურებიდან ზოგი კომობა–მამიშვილობა ნამდვილი წიკლაურია და ზოგიც წიკლაურების გვარზე შემომდგარ–შემოფიცულნი.
ამღელი წიკლაურების მამიშვილობებია: ბერდიშვილნი, გაგანი, ნისლაურნი, ბაიანი, აბაისძენი, ჩაჩაურნი, გიორგანი, ბახანი, ჭოლიკაურნი, უთურგანი, მარაისძენი, ქარჩანი და სხვანი.
გუდამაყრელი წიკლაურების კომობებია: ლომიანი, შივიანი, ლეგიანი, ბუდღუნანი, ბერიძიანი, ბაწაწუნიანი, ვაზდეგიანი, ჭაიანი,დათვეენი, ლეგუშიანი, ბეწინიანი, ღერენიანი, ციფანი, ხიზანიანი, ჩამილიანი, აბეენი, ჯანგირანი, თორელანი, მერაბიანი, ბოლონანი, თანგულანი, მარტიანი, ალექსიანი, თამნიაურნი, ხალხელაურნი, ბუბუნაურნი, და სხვანი.
სხვადასვა დროს წიკლაურების გვარს გამოეყვნენ: გუდამაყრელი ბექაურები, მთიული გვიანიშვილები, ქარჩოხელი ქაწაშვილები და წიპტაურები, ცხრაზმელი ბაშარულები, ერწო–თიანელი ჯანგირაშვილები და ბასილაურები, ატენისხეველი თოფჩიშვილები, ორბეთელი ხელაშვილები, ლაგოდეხელი წიკლაშვილები და ალბათ სხვა გვარებიც.
ეთნოგრაფიული მონაცემებით როშკელ წიკლაურებს საერთო ჯვარისყმობა აკავშირებდათ ქმოსტელ ბურდულებთან.
როშკელმა წიკლაურებმა შეიფარეს, თავის მამულში დაასახლეს და თავისი ქალიც მისცეს შემოხიზნულ ხორნაულთა წინაპარს. ხორნაულები დღემდე დადიან წიკლაურთა, როგორ მათი დიდი დედის –– გვარის დედის, სალოცავში.
როშკელი წიკლაურები გორშეღელ არაბულებს მიხმარებიან ქისტებთან მტრობაში. მას აქეთ ყოველ ათანგენობას გორშეღმის არაბულების მთავარ სალოცავში, ბაცალიგოს პირქუშის ჯვარში, საკარგყმო ლუდი დუღს წიკლაურების სადღეგრძელოდ.
კაი ყმობა მოუდით არხოტში, ამღელ წიკლაურთა უთურგათ მამიშვილობას, რომელთა წინაპარიც გასძღოლია არხოტივნებს , გაზვიადებულ თათხელიონთა წინააღმდეგ. (თ. ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. თბ. 1967, გვ.11)
განთქმული ფალავანი ყოფილა აწყურისა და ასპინძის ბრძოლების მონაწილე, გუდამაყრელი გაგა წიკლაური. მას თურმე მეფე ერეკლე პირადად იცნობდა და გადასახადებისაგანაც განთავისუფლებული ჰყოლია.
წიკლაურების გვარი იხსენიება წერილობით ძეგლებშიც: გუდამაყრის პირიმზის დროშას, ვერცხლის „ჯვარი ძლევისა“ ადგას. ჯვარზე სამი სიტყვა იკითხება : „შემოგწირე გიორგი წიკლაურმა“ (დროშა მაჩვენა გუდამაყრის ხევისბერმა თორღვა ლეგუშათ წიკლაურმა 4.IX.1986 წ. ფხიტურის უღელტეხილი.)
1774 წლის „აღწერა არაგვის ხეობისა“–ში წიკლაურები იხსენიებიან ხევის სოფელ ქურთაში (ხურთისში) (2 კომლი) და სიონში (1 კომლი) , მთიულეთის სოფელ მანასეურში (2 კომლი), გუდამაყრის სოფელ ხოზაში (1 კომლი). ამ ექვსი ოჯახიდან, მეფე ერეკლეს მორიგე ჯარში 17 მეომარიგამოდიოდა (ე. თაყაიშვილი,მასალები საქართველოს სტატისტიკური აღწერილობისა XVIII საუკუნე. ტფ. 1907, გვ. 420, 424, 452, 466).
გენერალ რტიშევის წერილში პოლკოვნიკ გაბრიელ ყაზბეგისადმი, იხსენიება ვინმე იოსებ წიკლაუროვი, რომელიც გაბრიელ ყაზბეგის ნათესავი ყოფილა და რომლის საშუალებითაც ხორციელდებოდა მიმოწერა გენერალსა და პოლკოვნიკს შორის თბილისიდან სტეფან–წმინდამდე. (АКТЫ собраниые Кавказскою археографическою коммиссиею ტ. V, გვ. 517).
1823 წელი. გენერალი ერმოლოვი, ყუბანის მხარეში მიმდინარე მოვლენების შესახებ მახსენებდა იმპერატორს. საუბარი ეხება კაზაკთა სტანიცა კრუგლოვსკოეს, რომელსაც ჩერქეზთა 3000 კაციანი მარბიელი დასცემია. იმავე დროს სტანიცაში ბრძოლებით შეაღწიეს ყაბარდოს პოლკის ქვეითთა ასეულებმა და ცხენოსანმა კაზაკემა კაპიტან წიკლაუროვის მეთაურობით. ცხარე ბრძოლის შედეგად ჩერქეზებმა დატყვევებულ ქრისტიანებს თავი ანებეს და ყუბანს გაღმა გადავიდნენ. (АКТЫ собраниые Кавказскою археографическою коммиссиею ტ. VI–2, გვ. 487).
1826 წელი. გენერალ ერმოლოვის საიდუმლო წერილიდან პოლკოვნიკ სკვორცოვისადმი ირკვევა, რომ იმხანადვინმე მაიორი წიკლაუროვი ინგუშეთის „პრისტავი“ ყოფილა. (АКТЫ собраниые Кавказскою археографическою коммиссиею, ტ. VI-2, გვ 516).
1831 წელი. გენერალ–ადიუტანტი პანკრატიევი მოახსენებს გრაფ პასკევიჩს, რომ დაღესტანში აღებულ იქნა ქალაქი ტარკუ. ამ ბრძოლაში თავი გამოუჩენია რუსთა ჯარის ცენტრის მეთაურს მაიორ წიკლაუროვს. (АКТЫ собраниые Кавказскою археографическою коммиссиею, ტ. VIII, გვ 531).
1831 წელი. ბარონი როზენი მოახსენებს გრაფ ჩერნიშევს, რომ დაღესტნის წინააღმდეგობის ხელმძღვანელი ყაზი–მოლა, დიდი ჯარით თავს დასხმია ქალაქ ყიზლარს და მისი თათრულ–სომხური უბნები სრულიად აუოხრებია. თავდამსხმელები ვერ შესულან სლობოდის უბანში, რომელსაც კავკასიის ხაზის ერთი ბატალიონი იცავდა, ყიზლარელ ქართველებთან ერთად. იმ ბრძოლაში დაღუპულა კავკასიის ხაძის N 8 ბატალიონის პოდპორუჩიკი წიკლაუროვი (АКТЫ собраниые Кавказскою археографическою коммиссиею, ტ. VIII, გვ. 671).
1831 წელი. დაღესტანში რუსებმა აული ჩუკმესკენტი აიღეს. როგორც მოხსენებიდან ჩანს, აულზე შეტევის დროს, მოიერიშეთა მეთაურები დახოცილან. მაშინ შეტევის საერთო ხელმძღვანელობა თავის თავზე აიღო მტკვრის ქვეითთა პოლკის უფროსმა შტაბ–ოფიცერმა წიკლაუროვმა, რომელმაც შეტევა წარმატებით დაამთავრა. (АКТЫ собраниые Кавказскою археографическою коммиссиею, ტ. VIII, გვ.550).
1837 წელი. რუსეთის არმიის მე–20 დივიზიამ გენერალ–მაიორ ფიზეს მეთაურობით ჩეჩნეთში რამოდენიმე აული დაიკავა. ამ ოპერაციაში ერთ–ერთი ბატალიონის მეთაურად ჩანს პოდპოლკოვნიკი წიკლაუროვი. (АКТЫ собраниые Кавказскою археографическою коммиссиею, ტ. VIII, გვ. 716).
1839 წელი. დაღესტანში აულ არღუნთან დიდი ბრძოლა მოხდა. შამილი დაიჭრა იმ ბრძოლაში. პოდპოლკოვნიკი წიკლაუროვი იხსენიება ოფიცერთა სიაში, რომლებმაც თავი გამოიჩინეს არღუნის ბრძოლაში (АКТЫ собраниые Кавказскою археографическою коммиссиею, ტ. IX, გვ. 330).
1839 წელი. გენერალი გრაბბე დაღესტნიდან მოახსენებს გენერალ გოლოვინს, რომ მტკვრის ქვეითთა პოლკის პირველმა ბატალიონმა, „მამაცი პოდპოლკოვნიკის წიკლაუროვის“ მეთაურობით, ტყვიის სეტყვაში და ქვათა ცვენაში მაინც შეძლო კლდოვანი სიმაგრის ახულგოს აღება, რომელსაც შამილის მარჯვენა ხელი, სურხაი იცავდა თავისი მიურიდებით. (АКТЫ собраниые Кавказскою археографическою коммиссиею, ტ. IX, გვ. 331).
ვფიქრობთ, რუსეთის სამხედრო სამსახურში დაწინაურებული წიკლაუროვები, ხევში გადასულ წიკლაურთა შტოს ეკუთვნოდენ.

წიკლაურების საგვარეულო სალოცავებია:
1) გუდამაყარში – პირიმზე, ოსავი, ფშარაველი, მაღაწალი;
2) უკანახოში – ფუძის ანგელოზი;
3) არხოტში – ამღის ლაღი იახსარი, იახსარ სვეტად ჩამოსული და რკენის ჯვარი;
4) გაღმროშკაში – მთავარანგელოზის ჯვარი , მარიამ ადგილის დედა, დევთდედა და ციხეგორის იახსარი;
5) ქმოსტში – ბურულ–წიკლაურთა საერთო სალოცავი დიდგორის ჯვარი.

დღეისათვის წიკლაურები ცხოვრობენ:
1) ხევსურეთში – სოფელ როშკაში და ამღაში;
2) ხევში – სოფელ ცდოში, გერგეტში, ყაზბეგში, არშაში, ხურთისში და სიონში;
3) გუდამაყარში – სოფელ მაქართაში, სიჯანაანში, ფახვიჯში, თოთიაურთკარში, ჭოჭოხში, საჩალისჭალაში, ზანდუკში, დიხჩოში, ბახანში, ლუთხუბში, ჩობალაურში, ათნოში, დუმაცხოში და ბურსაჭილში;
4) მთიულეთში – სოფელ ხარხეთში, მანასეურში და ფასანაურში;
5) ჭართალში – სოფელ დოლასქედში, დგნალში, ჯუღისში:
6) არაგვის ხეობის ბარში – სოფელ არაგვისპირში, ხორხში, ჟინვალში, მისაქციელში, დუშეთში, და სხვაგან;
7) ქართლის ველზე – სოფელ ქვემოჭალაში, გომში, ჩოჩეთში, შუბათში, ვარჯაანში, კასპში, და სხვაგან;
8) თრიალეთის მთებში – სოფელ გოსტიბეში, ნამტვრიანში, ზირბითში, ახალსოფელში, მანგლისში, დრეში, პანტიანში, ორბეთში, ქსოვრეთში, კიკეთში, კოჯორში, კვესეთში, ღვევში, ბაგებში, ლისში, წყრულეთში, წოდორეთში და სხვაგან;
9) ერწო–თიანეთში – სოფელ იარაჯულებში, საჭურეში, ლიშიში, ლელოვანში, თეგერაანში, გუდანელებში, ნადოკრაში, საყდრიონში, ბალებისხევში, ბეწენწურებში, ტოლათსოფელში, სიონში, კვირიისხევში და სხვაგან
10) გარე კახეთში – სოფელ ცხვარიჭამიაში, კევლიანში, წინამძღვრიანთკარში, გამარჯვებაში, სართიჭალაში, ახალ სამგორში, თეთრ წყლებში და სხვაგან.
11) შიგნით კახეთში – სოფელ ჭერემში, შაშიანში, მუკუზანში, ლაფანყურში, ნაფარეულში, შალაურში, წინანდალში, კისისხევში, ახმეტაში და სხვაგან;
12) შირაქში – სოფელ ზემო ქედში, არხილოსკალოში და ქვემო ქედში.

ღმერთმა გამრავლოთ წიკლაურებო!



წიკლაურის წარმოშბის ისტორია (შოთა არაბული)

ძველ დროში როშკაში მდგარან ჩურთაულები, კალაურები, სინდაურები… სხვადასხვა დროს როშკასა და ქმოსტ-ღელისვაკეს მდგარან სხვადასხვა წარმოშობის გვარებს ერთი გვარი მიუღიათ – წიკლაური (როშკივნებს) და ბურდული (ბურდვიაული) ან ველთაური (ქმოსტელ-ღელისვაკივნებს).


მოკლე ამონარიდი შოთა არაბულის წიგნიდან  ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”


წიკლაურები სახლობენ


წიკლაური – აბანოსხევი, ალგეთი, ამღა, ანანური, არაგვისპირი, არანისი, არშა, ასურეთი, ატენი, აჩხოტი, ახალი სამგორი, ახალი ზირბითი, ახალსოფელი, ახალუბანი, ახალქალაქი (სოფ.), ბაზალეთი, ბარისახო, ბახანი, ბერშუეთი, ბიჩნიგაურები, ბიწმენდი, ბობნევი, ბოლნისი, ბოსელი, ბრეთის მეურნეობა, ბულაჩაური, ბურსაჭირი, გალავანი, გამარჯვება, განახლება, გარბანი, გარდაბანი, გერგეტის უბანი, გორი, გორისციხე, გოსტიბე, გოხნარი, გუდალეთი, გუდაური, დიდი ატენი, დიხჩო, დოლასქედი, დუმაცხო, დუშეთი, ერთაწმინდა, ვაზიანი, ვარდისუბანი, ზანდუკი, ზაქარო, ზირბითი, ზმ. ჩოჩეთი, ზმ. ხანდაკი, თამარისი, თეზამი, თეზი, თეთრიწყარო, თელეთი, თვალადი, იგოეთი, კავთისხევი, კაზრეთი, კაწალხევი, კიტოხი, კობი, კოდა, კორშა, კრწანისი, კუმისი, ლაფანაანთკარი, ლუთხუბი, მამულო, მანასეული, მანგლისი, მარანა, მარნეული, მარტყოფი, მაქართა, მაღრაანი, მაწევანი, მეტეხი, მისაქციელი, მლაშე, მუგუდა, მუხათგვერდი, მუხრანი, მცხეთა, მჭადიჯვარი, ნაგები, ნავაზი, ნავდარაანთკარი, ნამტვრიანი, ნატახტარი, ნიჩბისი, ნორიო, ნოსტე, ორბეთი, პავლეური, პანტიანი, პირმისაანი, ჟინვალი, რენე, რკონი, როშკა, საგურამო, საკრამული, სამთავისი, სართიჭალა, საჩალისჭალა, სიონი, სიჯანაანი, სნო, სტეფანწმინდა, ტაბარუკი, ტყარშეტი, უხათი, ფასანაური, ფარცხისი, ფახვიჯი, ქანდა, ქვ. ჩოჩეთი, ქვ. ჭალა, ქსანი, ქსოვრეთი, ღვევი, შავშვები, შამთა, შეხვეტილა, ჩარდახი, ჩინთი, ჩობალაურნი, ჩუბინაანთკარი, ცდო, ცივწყარო, ციხისძირი, ცხვედიეთი, ძალისი, ძეგვი, ძევერა, წეროვანი, წითელსოფელი, წილკანი, წინამძღვრიანთკარი, წინარეხი, წოდორეთი, ჭართალი, ჭყოპიანი, ხოპისი, ჯვრის ხევი, ხიდისთავი, ხორხი, ხურთისი, ჯორჯიაშვილი
წიკლაური – გვ. 231 [ქართული სამართლის ძეგლები, ტომი VII]
წიკლოური (წიკლაური) – გვ. 409, 420, 425, 452, 466, წიკლოურისშვილი გვ. 425 [აღწერა არაგვის ხეობისა, 1774 წ.]


ბექაურ-წიკლაურების გაყრა

ბექაი და წიკვაი, მე ესე გამიგონია, ძმანი ყოფილან. ბექასა ის ძმა უჩაგრავ, წიკვაი. დღეს, ხვალ, იქითა, აქეთა, ჩაგრა ძმა, ტანჯა.
გამოიდა მოთმინებიდან ეს კაცი და უთხრა: „ძაღლი უნდა გავკვეთოთ
შუაზე ბექაურმა და წიკლაურმა, რო ქალი გვერგოს ერთიმეორეში
და ჩამოვშორდეთ ერთიმეორესა“. ძმობიდან გაიყარნენ, ბექაი ბექაურად
დარჩა, წიკვაი წიკლაურად დარჩა. ჰოდა, ეხლა წიკლაური
უფრო ბევრია, ვიდრე ბექაური. არ ვი, რატომ არი ასე, მრავალი
ხალხია წიკლაურები და ბექაურები ნაკლებადა ვართ.
მთხრ. ალექსი ბექაური,
ჩამწ. ზურაბ კიკნაძე (მაგნიტოფირი), დიდებანი, 1982.
თსუფა 25563




როლანდ თოფჩიშვილი

ბუბუნაური წიკლაურები

ხორხის ხეობის სოფ. სონდისველაში მოსახლეობენ ბუბუნაურები. 1873 
წლის კამერალური აღწერით, აქ ორი კომლი ბუბუნაური მოსახლეობდა. 
ეთნოგრაფიული მასალებით, ბუბუნაურები გუდამაყრის სოფ. ბოსლიდან არიან
გადმოსახლებული, გუდამაყარში კი ხევსურეთიდან იყვნენ მოსული, 
მესისხლეობის გამო. ბუბუნაურების სალოცავია გუდამაყრის საერთო სალოცავი
"პირიმზე ფუძის ანგელოზი". აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბუბუნაურების გვარი
დღეს გუდამაყარში აღარ მოსახლეობს. გუდამაყრელი ბუბუნაურები წიკლაურის
გვარზე გადავიდნენ (თოფჩიშვილი, 1985). მიგრანტებმა კი შეინარჩუნეს
თავდაპირველი გვარი. 


ხარხელაური-წიკლაურები

ხორხის ხეობის სოფ. კომშიანაში გუდამაყრის სოფ. დუმაცხოდან
გადმოსახლებული ხარხელაურები მოსახლეობენ. მთხრობლის სიტყვით, 
"ადგილი მოსწონებიათ და იმიტომ ჩამოსახლებულან". საინტერესოა, რომ დღეს
გუდამაყარში გვარი ხარხელაური საერთოდ აღარაა (წიკლაურად დაეწერნენ). ეს
გვარი შემორჩა მხოლოდ გუდამაყრიდან მიგრირებულ მოსახლეობას, როგორც
ხორხის ხეობაში, ისე ერწოსა და შირაქში. 1873 წელს ხორხში სამი კომლი
ხარხელაური მკვიდრობდა. აქვე, 1865 წელს გადმოსახლებულან ოგბაიძეები

მთიულეთიდან და წიკლაურები (ხუთი კომლი) გუდამაყრიდან.


წიკლაური-პაპუკაშვილები

გრემისხევის მახლობელი სოფ. პეტრიანთუბნის მცხოვრები

წიკლაური-მწითური

სოფ. გეზერეთში მოსახლე მწითურების გადმოცემით, “ჩვენი მამა-პაპა
 
გალავანში მოსახლე ატაშვილებიც ხევიდან არიან მიგრირებული

წიკლაური-ბაშარული-ბაშარიძე

ბაზალეთის სოფ. ბაგაში მოსახლეობს ერთი კომლი ბაშარიძე. ადრე აქ

პაპუკაშვილების წინაპარი გუდამაყრიდან გადმოსახლებულა. პაპუკაშვილების
ადრინდელი გვარია წიკლაური. მათი მიგრაცია XVIII . დასაწყისში უნდა
მომხდარიყო. 1781 . ტონჩა-გრემისხევის აღწერაში მოხსენებული არიან
პაპუკაშვილი ბერი, ივანე”, “პაპუკაშვილი გიორგი, პეტრე” (ჯავახიშვილი, 1967, 
გვ. 132-133). 1873 . გრემისხევში პაპუკაშვილების 10 ოჯახი მკვიდრობდა. აქვე
სოფ. ქედელობის მკვიდრი თაბორიძეებიც გუდამაყრიდან მოსულან, რომელთა
ძირი-გვარია ბექაური. 1873 . აქ 6 ოჯახი თაბორიძე იყო. სოფ. ქედელობაში
მოსახლეობდნენ, აგრეთვე, ბექაურიშვილები (3 ოჯახი) და დიდებაშვილები (1 ოჯახი). 
 გადმოსულა გუდამაყრიდან. იქ წიკლაურები ვყოფილვართ. ლუთხუბიდან არიან
ჩვენები”. გეზერეთიდან სამთავისში გადასახლებული მთხრობელის პაპის ძმა და
მისი შთამომავალნი წითელაურის გვარს ატარებენ, ხოლო მათი კიდევ ერთი
შტო . გორში მწითურიძედ იწერება. ლუთხუბიდან გადმოსახლებულ
წიკლაურთა ამ შტოს, როგორც ჩანს, თავისი ძველი გვარი-წითელაური
აღუდგენია და მწითურად დაწერილან. როგორც ერთ-ერთ სხვა ნაშრომში
გვქონდა გარკვეული, ლუთხუბელი წიკლაურების ერთი მამიშვილობა (სამიდან
ძირად ფშაველი წითელაურები არიან. ამავე დროს, ქსნისხეველი მწითურების
შესახებ სხვა რიგის ეთნოგრაფიული მასალაც გვაქვს ჩაწერილი, რაც
გვაფიქრებინებს, რომ აქაურ მწითურებში ორი დამოუკიდებელი შტო უნდა
გამოიყოფოდეს. ქსნის ხეობის სოფ. გეზერეთიდან ისტორიულ ძაგნაკორაში, სოფ
მწითურებში გადმოსახლებული ალექსი ილიას ძე მწითურის (დაბად. 1924 .) 
თქმით, “მწითურების სულ თავდაპირველი გვარი არის ალხასტაიძე. ჩვენი
წინაპარი ქისტეთიდან მოსულა. კაცი შემოკვდომიათ და ქისტეთიდან
გამარიდებიან, ხევსურეთში დასახლებულან და ხატისათვის შეუწირავთ ხარი და
საარაყე ქვაბი. ესენი სამი ძმანი ყოფილან. ხევსურეთშიც არ მოასვენეს მოსისხლე
ქისტებმა და დევნა დაუწყეს. ერთ ძმას ერქვა დორე, მეორეს-სისო და მესამე ძმა
მწითური ყოფილა და წამოვიდნენ მათგან გვარები: დორეული, სისაური და

მწითური

წიკლაური-ატაშვილი

სოფ. ხურთისიდან. თავდაპირველი გვარია წიკლაური. "ატაშვილების წინაპარს

ხევში კაცი შემოკვდომია. რომ არ ეპოვათ ატაშვილად დაწერილა".


ისინი სოფ. ხიდაში მკვიდრობდნენ (ხუთი კომლი). გადმოსახლებული არიან
ქსნის ხეობის ბარის სოფ. ოძისიდან. ადრინდელი გვარია ბაშარული
ბაშარულების თავდაპირველი საცხოვრისი კი არის მთის სოფელი დაბაკნეთი
მათი ძირი-გვარია წიკლაური. "საქმე გახლაფორთებიათ და გამოქცეულან

მღვდელი მოუკლავთ იქა." 

წიკალური-წიპტაური

წიკლაური-თამარაული

წიკლაური-ახალაშვილი

წიკლაური-ბასილაშვილი




forum.ge-ს მომხმარებელი pekineli

თავადი ბასილი შანაშვილის შთამომავლები არიან. რომელიც ფხოვში ცხოვრობდა. 1634 წლის სიგელიც არის სადაც შანშვილებს აზნაურები აჰყარეს. შანაშვილები ჭავჭავაძეებმა დააბეზღეს მეფესთან.
შანაშვილები ფხოვში კი მცხეთიდან მოხვდნენ. არსებობს რამოდენიმე ვერსია ამ გვარის წარმომავლობაზე - ერთის მიხედვით გვარს ებრაული ძირი აქვს - შანა ებრაულად წელს ნიშნავს, შანშე კი მზე. შანშიაშვილებს და შანაშვილებს ქართულ ებრაულ გვარებად მიიჩნევენ - მაგრამ რათქმაუნდა ესეც ვარაუდია გენეტიკურმა კვლევებმა ხომ სულ სხვარამ ცხადყო. ნუ ყველა პონტში წიკლაურებს არაფერი კავშირი ვაინახებთანა არ აქვთ smile.gif 
პირველად ეს წიკლაური 1701 წელს ჩნდება, მანამდე ფიზიკურად არ არსებობდა.
გენეტიკურმა კვლევებმაც ცხადყო ეს. წიკლაური წარმოშობით ბარის გვარია 

ერთი ჰაპალოჯგუფის ანუ ერთი წინაპრის ჩამომავლის გვარებია:

R1a 

ბექაური (Bekauri) - R1a1a
ბელქანია(Belkania) - R1a1a
დვალიშვილი (Dvalishvili)- R1a1a1*
თამარაული/წიკლაური(Tsiklauri) - R1a1a
საგინაშვილი(Saginashvili) – R1a1a
ერისთავი_გურია/შერვაშიძე(Eristavi_Guria) - R1a1a
შარაშენიძე(Sharashenidze) - R1a1a
შერვაშიძე(Shervashidze) – R1a1a1h1a
ვეზირიშვილი(Vezirishvili) – R1a1a
კვანჭიანი (Kvantchiani) - R1a1a
ჩინჩალაძე (Chinchaladze ) - R1a1a