
გარდაიცვალა სტეფანწმინდის რაიონის სოფ. ჯუთაში 1975 წელს.
სწორფრობა
ბიჭი:
პირდაპირ რომენ ჩამახოლ
ჭრელს რომელ მოჰქსოვ წინდასა,
შენ გათხოება მიამბეს
სამჯერ მოვკმიჭე მიწასა,
ხან ზვავს მივუდე, ხან წყალსა,
ხან ჩამანადენ ქვიშასა,
ქალავ, საქმარეს მოგიკლავ,
კოშკს ჩამაგიქცევ ქვისასა,
თიანეთს ბურჯსა დავაკრავ
მარჯვენას შენის ქმრისასა,
ჩამანადენი ნაწვეთი
ლიბუს ადნობდას ქვისასა.
გოგო:
ბეჩავ, რად იტყვი ვაჟაო,
თავის სირეგვნის სიტყვასა,
შენ, ცოლს ქვე საით წაართომ,
ბეჩავ კაცი ხარ, მდიდარსა?
სამზირ ას ხევსურიშვილი
თოფის გახედავს ნიშანსა,
მინდორში გაგაწირვიებს
ნაგაბარს გულ-ღვიძლისასა,
სისხლს მეავ ამაკრეფიებს,
მაგ შენის მხარბეჭისასა.
ბიჭი:
ა ის ვაჟა ვარ ქალაუ,
გუშინ რო მედიდებოდი,
შენსა კარსა და საკვამსა
ქარივით ვეცვითებოდი,
შენსა დედასა მამასა
მუხლის კვრივ ვუგოგდებოდი,
შენ ისი არ მაგდიოდა
ბატკანასავით ხტებოდი,
ეგრე გაგახდევ სურვილსა,
ნემსს კუდად აეგებოდი,
ჩაჰქონდე დილის ნიავსა,
უსულოდ ჩაელღვეოდი.
გოგო:
ვაჟავ, რას გადამეკიდე
ჭირივით, ბოროტივითა,
დედით ვერ მჯობხარ მამითა
გვარით ვერ გამესწორები,
ცალა რო ოქრო შაუდვა
ცალა მეც ავეწონები.
ა იმ მამულთა ქალი ვარ,
გრილსა რკინას რო ჭედენა,
ა იმათ ქალიშვილი ვარ,
ჯაჭვს რო პერანგად სცვეთენა.
ჩამწერი ამირან არაბული.