ომა წიკლაურის ლექსები
იქ მთებში
ბესარიონმა გამზარდა,
ჭიმღელმა ბესარიონმა.
თავისი ძუძუ მაწოვა,
მხნე არაგვმა და იორმა.
თავის გულმკერდით მატარა,
ჭაღარა კავკასიონმა.
შეუჩერებლად იდინა,
ჩემს გულში გალაკტიონმა.
მთიბლურს ვისმენდი მწვერვალზე,
ვყურობდი ხმით ნატირალსა.
შურთხის სტვენაზე ვტიროდი,
ირემს ვერ ვკლავდი მყვირალსა.
ახლაც ხალისით გავცქერი,
ჯიხვ–არწივების ბინასა.
მკერდს ვუშვერ ლექსისჩანჩქერებს,
არხვატით გადმომდინარსა.
დილა სასაფლაოზე
სასაფლაოს თხილნარებში
გავიარე დილას,
ერთ საფლავზე უნებლიედ,
ცრემლი დამედინა.
ბედნიერო მამაჩემო,
როგორ ტკბილად გძინავს.
სამარესთან თეთრ არყისხეს
ქარი უალერსებს.
მე შევარხევ ხელით ხესდა
შევუჟრჟოლებ ფესვებს.
ნეტავ ვიქცე იმ ფესვებად,
რომ გემთხვიო ძვლებზე.
მეც სიცოცხლეს გავეყრები,
მამა, დღეს თუ ხვალე
და ტანჯული შენი შვილი,
როს დახუჭავს თვალებს,
იტყვის– მიწავ, მშობლიურო,
შენს ფერს ვენაცვალე.
მიმიბარე,გლოვით გახსენ,
შენი თბილი მკერდი,
მაგრამ ვიცი კვლავ იწვალებს
მოუხრელი ქედი.
არც საფლავში მომასვენებს
მთებო, თქვენი ბედი.
ჯიხვის რქები
დილით მზის აკაშკაშებას
დაასწარ, გახვალ ლაღი.
ცივ ბალახს სძოვდი ხალისით,
კლდე შენთვის იყო ბაღი.
ჩასაფრდნენ მონადირენი,
მოსწიეს თოფის კლიტეს,
მკერდგახვრეტილი დაგორდი,
კემპს რქებით დაეკიდე.
ცოცხალს მოგისწრეს დათითქოს
გრძნობდნენ სიცოცხლეგსურდა,
რა დაუშავე ნეტავი
ჯიხვო, ალალო მუდამ.
თვალთაგან ცრემლი გდიოდა,
როს ჩამოსცილდი ტოლებს.
მოკვდი და კლდის სიყვარული,
მაინც თან გაიყოლე.
ახლა ხახმატის ხატშია
შენი ლამაზი რქები,
ზეცისკენ მიშვერილები,
ვით კავკასიის მთები.
რქებმა დაგღუპეს ტიალო,
კაცს მოეწონე რქებით.
გეძებენ ვერ გპოულობენ,
შენი დები და ძმები.
ბერდედა
ქვეყნად არ კვდებასილამაზე და არც ბერდება,
რა ვუყოთ,ზოგჯერმზეც კი ხუჭავს ელვარე თვალებს.
ახიელაში თოფსგადასწვდა ტურფა ბერდედა,
ტყვიამ წაიღომისი ეშხი და სილამაზე.
ოი, დაღვარა წარბშეკრულმამან სისხლი წმინდა,
მტვერი დაედომის ნაქარგებს,მის ხელსაქმესა.
მე დავუბარე თოფისლულა არ ამოწმინდონ,
რომლის ღრუშიაცჩარჩენილა ქალური კვნესა.
თავს რად იკლავდიქალიშვილო,ასე რად ჩაქრი.
სიკვდილის მიზეზსჩვენ ვუწყრებით ნამდვილს და მართალს.
თავს რად იკლავდი,რადდაჩრდილე თეთრი ლეჩაქი,
როგორ დაგძლიაანგელოზო სევდამ და დარდმა.
ნატყვიარ მკერდშიმიწა ყრია ახლა ნამდვილად,
საჯიხვეები გადმოყურებსსაფლავს პიტალო,
გაზაფხულია ტურფა,როგორც შენი მანდილი,
გაზაფხულია, შენსადა ხარ ბერდედა ქალო.
არყის ხეები
ქარში ისე ირხევიან,
როგორც ბავშვის აკვანი.
არ ჩერდება მათი ტანი,
არც ფოთლების კანკალი.
ხეებს ზრუნვას არ ვაკლებდი,
გამიზრდია შვილივით.
ო, ახლა კი არ მასვენებს
არყის ხეთა ჩივილი.
რა ვქნა ჩემო ძვირფასებო,
გტოვებთ, მაინც მივდივარ.
არ იფიქროთ თქვენი თავი,
ვითომ გამიყიდია.
დედის ძუძუ ვინ გაყიდოს,
ვერ გავყიდო კლდეები.
ვერ გავყიდო ჩემი ხელით
გამოზრდილი ხეები.
გაზაფხული მთაში
ნაიანვრალი ნამქერი
ხევში მიყრილი გორად,
აპრილმა გაანიავა,
ბილიკიც გაასწორა.
ჯიხვი იალაღს გავიდა,
რქაჟანგიანი, ლაღი,
ფრტა–ფრთას შემოჰკრაარწივმა,
დასერა ზეცის თაღი.
წრიაპის წვერით ნაკაწრო,
კლდეო, ჯიხვების დედავ.
აქა ვარ, შენი ერთგული,
კვლავ შენთვის ამბორსვბედავ.
შენს მკერდზე თოვლი დამდნარა
და სადაც ფხა გაქვს წვეტი.
ნატყვიარ ჯიხვის ცრემლივით,
დაგკიდებია წვეთი.
ახლად მოფრენილ ფრინველებს,
სალმით ხვდებიან ტყენი.
ნამძინარევი არაგვი,
კლდეებს ასკდება ღრენით.
ბუჩქთან კურდღელი ბალახობს,
განაბულია მწყერი.
ვკოცნი დღევანდელ ყვავილებს,
თან ვტირი, თანაც ვმღერი.
გული ხალისით მევსება,
მკერდში სიახლე მეფობს.
საგაზაფხულო სალამი,
ჩემო მშობელო მთებო.
ბედს ნუ დაელოდები
ბედს ნუ დაელოდები
ის არ მოვა, ის არ შეგქმნისიცოდე.
გულით ნუ დაღონდები,
ვით ტაბიძე ლექსის შუქით იწვოდე.
გზას გახედე, იარე,
არ დაბრუნდე, მკერდიგააფოლადე.
რასაც შეჰქმნი , ხალხსაცგაუზიარე,
მხოლოდ არ დამონავდე.
კვლავ წამოდგები
არყის ხის ტოტნი არაგვზე
გადაიხრება კიდევ.
მთვრალი ხევსურის კივილი,
გაისმის კიდით–კიდე.
დაქარგავს მწყემსი ქალაი,
ძმობილის სათუთუნეს.
შენ არაგველო სიცოცხლეს,
სიკვდილი მოგიდუნებს.
კვლავ წამოდგები იცოდე,
გული კვლავ წამოდგება,
თუ გაზაფხულის ხმაურში
სადმე გახსენეს მთებმა.
არწივი
შენ შენი ლექსი გადიდებს,
მაშ განა ჩოხა გშვენის.
დაგყავდა ხელთაყვანილი,
ობოლი ნუკრი შველის.
არწივს ჭრილობასუხვევდი,
თვით მთის არწივოლაღო.
კაცო, ვეფხვებისძმობილო,
დევებს უღებდი ალღოს.
ჩარგლიდან დაჰყიჟინებდი,
ბარში ყვავ–ყორანთხროვას,
შენ უკვდავებისგვირგვინი,
არწივმა მოგიქსოვა.
ლექსსა ვწერ,მიტომვამაყობ,
ვარ, ეს ნამდვილადმჯერა:
ხევსურეთს შემორჩენილი,
შენი ნამღერის ბგერა.
* * *
შენთუ იცოცხლებ,
შენ თუ იქნები,
სამშობლოვ ჩემო,
ჩემი სიკვდილი რა სათქმელია.
ნურავინ იტყვის,მიტომ მივდივარ
თითქოს ლექსები გამომელია.
ახლა ძლივს ღელავს
მწველი ფიქრები,
ახლაა ჩემთვის სიცოცხლე ტკბილი,
დარდიც მწველია.
ახლაც ძლივს ვიცან ჩემი ქვეყანა,
მაგრამ სიკვდილი შემომეყარა.
არაგვს
ჩემო არაგვო შენისევ,
მოდიხარ ღულის ჭალაზე
და აი,მე კი უშენოდ,
დავდივარ ამ ქვეყანაზე.
რაღა არ მოხდა ოღონდეგ
წმინდა ყინული არლღვება.
მე მირჩევნია არაგვო
დამახრჩონ შენმატალღებმა
რაც მიწერია ლექსები,
მსურს შენთან გადმოვალაგო.
მეც წამიღო და ისინიც,
ჩემო მქუხარე არაგვო.
მარად სიმღერითშეამკე,
ფშავ–ხევსურეთისჭალები,
შენმა ტალღებმადახუჭონ
ეს ნაღვლიანი თვალები.
სიმღერა თუშის ქალზე
თუშის ქალაისსიტურფემ
ხევსურეთიდანამყარა.
არ ვიცი, მაყვლისთვალები
ჩემს გულში როგორჩაჰყარა.
არ ვიცი რამ შემაყვარა,
შენი თვალებიმაყვალა,
ნეტავი ფერფლადმაქცია
და შენს ქუჩაზედამყარა.
ქალო შრომაშიგამრჯელო,
შემკულო ყველაფერითა.
რამ გაგიშავათვალები,
თოვლს კი შეგევხარფერითა.
სიმღერად შევკრავყვავილებს,
მოგიტან ჩემიხელითა.
ვიცი შენც გიყვარსშირაქი,
თავისი მინდორ–ველითა.
ჩამოდი, გაგიზიარო,
შენც დატკბი მისიცქერითა.
შირაქში მყოფიხევსური
მომხიბლა თუშისქალმაო,
მაყვალას მაყვლისთვალებმა
და გიშერივითთმამაო.
შირაქის ცაზეკიაფობს
შენი თვალებიმაყვალა,
ნეტავი ფერფლადმაქცია
და შენს ეზოშიდამყარა.
მთვარეს
მთვარევ,მოგმართავკაცი ხევსური,
მთვარევ, ისევ შენგემუდარები.
არ მომასვენო, კვლავგამახსენე
ბავშვობინდელი გემოდარების.
რამდენ სიყვარულსუდგახარ მოწმედ,
ჩვენც ხომ ვიყავით,მედა თინათინ.
მუდამ ყოფილხარტანჯულთა მოძმე,
შენი ბინდით დაშენი სინათლით.
ჰაუ, ის მწვანეარაგვის კიდე,
ჰაუ, ქალშავას მსგავსიტალღები.
მისი სურნელი დასინატიფე,
ლოყები ჩემი იალაღები.
ბევრჯერ ღრუბელითავს წაიფარე,
როგორც მე ჩემისატრფოს თავშალი.
მთებს მიეფარე დაგაიპარე,
როგორც თავის ქოხსგლეხი მაშვრალი.
შენს შემდეგ ქალიმე მინათებდა,
წყლულზედ მეფარამისი მანდილი.
თავზე მისი მზედამქათქათებდა
და ხევსურული ტრფობანამდვილი.
ახლა რა იქნა სახეღაჟღაჟა,
შენ თუ კვლავ ასედაიარები?
შეხედე, რა ვქენვაჟაის ვაჟმა,
გულს გავუახლე ნაიარები.
ბესარიონ გაბურს
ეხლა მამგონდა სიტყვებიქაღალდზე დასაწერადა.
შენ მაგწერ ბესარიონო,ფანდურზე დასამღერადა.
დაბერებულხარ მგოსანო,თვალებით ხედავ ძნელადა.
გამაგრევია ჭაღარი,გემუქრისჩასათქმელადა.
ჩალადაც ნუ ჩააგდიდი,თუ ვინ დაგკვლია ცერადა.
კავკასიონიც თეთრია,მაგრამვინ ჩასთვლის ბერადა.
ძველო მელექსევ,ხევსურო, ჭიმღას ნაჯდომო ბრძენადა.
ერთ დროში გულანთებულო,ლექსების დასათვლელადა.
ბევრა მკვდარ აგიყენებავ,დუშმანთა გულის მკვლელადა.
მამუკა ბუჩუკურელი,ვაჟი გაჭრილი ველადა,
შენ აიყვანე ცამდია,ვერ ვინ თქვის შენად ფერადა.
თავის პატარა ხანჯრითა,სიკვდილს შაება ხელადა,
შენებრ ვინ გამაიყვანდა, ძველ გმირთან ჩასათვლელადა.
კიდევაც აამქუხარე,ლექსები ხალისიანი,
რო ფეხზე დადგნენგმირები, ძველ ხალხი ხმალ–აბჯრიანი.
ჩვენ ხო იმათგანვამაყობთ, იმათ დრო ჯობდა ტიალი.
იმათ ჩაგვთვალნესკაცშია,გზა მაგვცეს სინათლიანი.
ლექსობა არ მაიწყინო,სხარტი და თავაზიანი,
ლექსი იმედად ძმაარის,ჯაჭვ–ჩაჩქან–ფოლადიანი.
ლექსით ვმკურნალობთხშირადა, გულ თუ გვაქვ ტკივილიანი.
ლექსით ვიცილებთდარდებსა, როცა ბედს მააქვ ზიანი.
ლექსი ცოდნაა კაცისა, ლექსი ხმალია ფხიანი.
მტრისაკე დამიზნებული,თოფია პირცეცხლიანი.
ლექსი სალი კლდისვეფხვია, მყვირალი,მაღალხმიანი.
ზეცაში გაკვესებული,ელვაა ნაპერწკლიანი.
ლომია აღრინებული,რო მეფობს სახელიანი.
ცის ლაჟვარდებშიმქროლავი,არწივი, რკინის მწკლიანი.
მაღალი კლდიდანმჩქეფარე,მდინარე ჩანჩქერიანი.
ლექსი ხანდისხანტკბილია პირშაქარყინულიანი,
ცით მასულ ანგელოზივით,ქალია გიშრისთმიანი.
ერთგული სატრფო გულისა, გან თუა
კარგ სიზმარ გაცხადებული,გზაფართო ყვავილიანი.
ობლისთვის,შორსწასულისთვის, მშობლის ხმა ალერსიანი.
ხალხში გასული სიმართლე,ჭირი და ლხინი ზიარი.
გონების თვალითსაცქერად,მანძილა ჯიხვი რქიანი.
კახეთის კოხტა ხოხობი,ირემრქა–ქორბუდიანი.
ლექსი წყაროა ანკარა,ნაპირქუჩბალახიანი.
ხან ტურფა გაზაფხულია,სულსრო აბნევენ იანი.
გაუტეხელი ხარია,გმირამირანის ხმიანი.
ხალხისთვის გადარეკილი,ზარების ზათქით გრიალი,
როცა სამშობლოსგვართმევდა,დუშმანი ღალატიანი.
ნისლია, მთათა კალთებზედილის ჟამს თვირთვილიანი.
მწვერვალზე ქართადაქროლვა,ზეცაში,ღურბელთ ტრიალი.
ზვავი ვერ მამკლავსვერასდროს მთიდან რო მააქვ გრიალი.
ვერც წყალი მამკლავსმდინარი,შავ კუპრის ტალღებიანი.
ტყვია ვერ მამკლავსთოფისა, ტყვია ბევრ ცოდვებიანი.
ვერც დუშმნის ენადამხლართავს,დაუნდო, შხამ–გესლიანი.
ვერც გული გამანადგურებს,მტრისგული ღალატიანი.
მოვკვდები ლექსითდაჭრილი, ლექსით გულ–წყლულებიანი.
საფლავშიც ლექსითჩავწვები, მდუღარე ცრემლებიანი.
საფლავზე მოვა ლექსისხე, ლექსის ტოტ–ფოთლებიანი.
გულს ვერ დაათრობსამუდმოდ, გაივლის მოკლეხნიანი.
ლექსით სამუდმოდდამთვრალვარ, დავდივარ თვალცრემლიანი.
ცხრაკან ლექსებითდაჭრილი, გულმკერდი დამაქვ ტიალი.
კაცი, ხევსურეთსგაზდილი, ვწერ ვინმე შირაქიანი.
შენც დამიბრუნეპასუხი,სიტყვა მიბოძე ტკბილია.
სამგორის სიცხესჯობა თუ მთების ნიავი გრილია.
არ ასა პირდაპირადა,ჭიმღისჭიუხის ჩრდილია.
კლდეში ფეხს აღარუცემსა, ჯიხვი რქადაგრეხილია.
აღარ მასჩქეფსამდინარე, სოფლის ძირ ქაფწაყრილია.
ახალგაზრდობას წაგვიხდენს,ბარულ ჭირი და ლხინია.
მე არ მავიყვანდიაცსა,გულ ასე დამირკინია.
არასდროს არ შამაწუხებს,გადაგვარებულ შვილია.
რა უყვათ, კაცთანამ საქმით, ნუ ჩამედების წილია.
ხო გახსონს, რასაცამბობდა, დავით გურამიშვილია:
შვილად მიმიღავლექსები,ჩემ ნაშობ გამოზრდილია.